Оберіть трек для відтворення
ღვინოს ვსვავ და დარდით ვთვრები
სული მტკივა მე, ღმერთო ჩემო რად დავიბადე
აღმა-დაღმა ვეხეტები, ღამედ მექცა დღე
ვერაფერი მოვუხერხე წლებს
დარდს შენობით ვესაუბრე, ჭირს არ ვუხრი ქედს
როცა მინდა მაშინ გავშლი ფრთებს
ვინც ქართველ კაცს ვერ გაუგებს
ვის გაუგებს ვის
ზურგს ვინ აქცევს ამომავალ მზეს
ვისაც რომ ძმად გავეფიცე, სწორედ იმან გამიმეტა
მტრულად დამკრა ზურგში დანა მე
ქრისტე ღმერთის მოღალატე
სწორედ რომ ვერ გაიხარებს
მოღალატე ვერ გაიხარებს
ვერ გაიხარებს
გზა ტაძრისკენ თუ არ მიდის
არ გავადგავ ფეხს
სული ჩემი სიყვარულით ძგერს
ვინც ღალატობს ღმერთს და სინდისს
სხვამ მიიღოს ძმად ძმის გამყიდველს
მე არ ვართმევ ხელს
ვისაც რომ ძმად გავეფიცე, სწორედ იმან გამიმეტა
მტრულად დამკრა ზურგში დანა მე
ქრისტე ღმერთის მოღალატე
სწორედ რომ ვერ გაიხარებს
მოღალატე ვერ გაიხარებს
ვერ გაიხარებს
ვისაც რომ ძმად გავეფიცე, სწორედ იმან გამიმეტა
მტრულად დამკრა ზურგში დანა მე
ქრისტე ღმერთის მოღალატე
სწორედ რომ ვერ გაიხარებს
მოღალატე ვერ გაიხარებს
ვერ გაიხარებს