ქეიფს ვიწყებ დილიდან
ვიქირავებ დილიჟანს
შიგ ჩავისვამ ლომებს ფაფარაშლილს
თავს მოვაჭრი რუმბივით
გასიებულ მიკიტანს
ჩემს საკადრის სუფრას თუ არ გაშლის
წმინდა მიქელ-გაბრიელს
სანამ გავახსენდები
სანამ ქვეყნად არსებობას მაცლის
არემარეს ავიკლებ
არაფერს არ დავიკლებ
დაილოცოს პურმარილის მადლი
არემარეს ავიკლებ
არაფერს არ დავიკლებ
დაილოცოს პურმარილის მადლი
ღვინო მამაპაპური, დალოცვილი კახური
მირჩევნია უკვდავების წამალს
ღვინო არის სამოთხე, სამოთხე და ედემი
ვინც არ დალევს ჯოჯოხეთში წავა
ღვინო არის სამოთხე, სამოთხე და ედემი
ვინც არ დალევს ჯოჯოხეთში წავა
ხოდა სანამ სიკვდილი, კარზედ მომიკაკუნებს
ჩემს ნაკვალევს, წალეკავს და დაშლის
არემარეს ავიკლებ
არაფერს არ დავიკლებ
მტრის ჯინაზე, ზღაპრულს სუფრას გავშლი
ქეიფს ვიწყებ დილიდან
ვიქირავებ დილიჟანს
შიგ ჩავისვამ ლომებს ფაფარაშლილს
შემოვისხავ ძმაკაცებს
აქედან და იქიდან
თეთრ დუქანში, ზღაპრულ სუფრას გავშლი
შემოვისხავ ძმაკაცებს
აქედან და იქიდან
თეთრ დუქანში, ზღაპრულ სუფრას გავშლი
ღვინო მამაპაპური, დალოცვილი კახური
მირჩევნია უკვდავების წამალს
ღვინო არის სამოთხე, სამოთხე და ედემი
ვინც არ დალევს ჯოჯოხეთში წავა
ღვინო არის სამოთხე, სამოთხე და ედემი
ვინც არ დალევს ჯოჯოხეთში წავა